ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტელეკომპანია თრიალეთი შიდა ქართლის გუბერნატორის და ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლაზე აცხადებს
18 ოქტომბერი, 2017, 09:33
ტელეკომპანია თრიალეთი შიდა ქართლის გუბერნატორის და ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტები მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე აცხადებს.

ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დღეების განმავლობაში, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრების მხრიდან მიმდინარეობს, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ისინი, "თრიალეთის" ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ სხვადასხვა სახის ბინძურ მეთოდებს, მათ მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების და სოციალური ქსელის მეშვეობით, როგორც ღიად, ასევე, სპეციალურად შექმნილი ეგრედწოდებული "ტროლების" საშუალებით. ისინი ავრცელებენ ბინძურ ჭორებს ტელეკომპანიის მიმართ. ცილს სწამებენ ჟურნალისტებს და სხვა.

ამ სიბინძურეში ღიად არიან ჩართულები "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატები, საარჩევნო სიის პირველი და მეორე ნომერი, გელა კაპანაძე და მიშა გოგინაშვილი. ასევე, გუბერნიის და მერიის სხვადასხვა თანამშრომლები.

ჩვენი ინფორმაციით, "თრიალეთის" წინააღმდეგ ამ ბინძურ ბრძოლას ხელმძღვანელობს შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ხოლო, ამ გეგმას ახორციელებს, გუბერნიის თანამშრომელი, ყოფილი მოსამართლე და სასამართლოდან გათავისუფლებული ალექსი მარიამიძე.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე ზეწოლა!  მივმართავთ ხელისუფლებას, შეაკავეთ ძალაუფლებას მოწყურებული თქვენი პარტიის წევრები და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება.

ვაცხადებთ, რომ მიუხედევად ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლისა, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტები, ისევ იმუშავებენ ობიექტურად და გააშუქებენ მხოლოდ სიმართლეს.

ნუ შეექმნება ილუზია ხელისუფლებას, რომ ასეთი ქმედებებით ჩვენს დაშინებას შეძლებენ.  "თრიალეთი“ ყოველთვის იქნება თავისუფალი და არ მოექცევა არცერთი პარტიის გავლენის ქვეშ. ტელევიზიის კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი პარტიისა და ყველა განსხვავებული აზრის მქონე სუბიექტისთვის.

ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს!”

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები