| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმში, ახალი, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის ასაშენებლად მსხვილი ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის დღგ-ს გარეშე, არაუმეტეს, 101.7 მილიონი ლარია გათვალისწინებული (დღგ-ს ჩათვლით 120 მლნ).
კომპანია „სტადიონი“ ტენდერით იმ შემსრულებელს შეარჩევს, რომელიც UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის აშენებას შეძლებს.
ობიექტი ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეში უნდა შესრულდეს.
აღსანიშნავია, რომ წინადადებების წარდგენის ვადა 21 ნოემბერს იწურება.
სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება არქიტექტურული მემბრანით.
იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss