ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თეგეტა მოტორსი საგანგებო  განცხადებას ავრცელებს
20 ოქტომბერი, 2017, 18:11
თეგეტა მოტორსი საგანგებო  განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC)- კომპანია თეგეტა მოტორსი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და ორგანიზაციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტა მოტორსს“ შორის. 

კომპანია „თეგეტა მოტორსს“ 2017 წელს მოგებული აქვს რამოდენიმე სახელმწიფო და უამრავი კერძო ტენდერი, ყველა სატენდერო წესის დაცვით, სადაც არანაირ პირდაპირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ყველა სატენდერო განაცხადი გახლდათ საჯარო და მასში მონაწილეობას იღებდა ნებისმიერი დაინტერესებული კომპანია. ტენდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო სტუქტურებთან, ასევე კერძო ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, კომპანიაში დასაქმებულია 1500 მდე მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და არა დამატებითი გარემო ფაქტორები“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები