ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების ევროპის სამიტში მონაწილეობს
23 ოქტომბერი, 2017, 15:24
ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების ევროპის სამიტში მონაწილეობს

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ამსტერდამში, სუვერენული ფონდების (SWFI) ევროპის სამიტში მონაწილეობს და სიტყვით გამოვა საპენსიო, სუვერენული და სხვა ტიპის ფონდების რეგულატორების და პოლიტიკის შემქმნელების პანელზე.

„ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო და სუვერენული ფონდების, მრავალმილიარდიანი აქტივების მფლობელები, ცეტრალური ბანკების ხელმძღვანელები და მათი ზედამხედველები მონაწილეობენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ამავე დროს ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო თანამშრომლობას“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ღონისძიებაზე დაგეგმილია მთელი რიგი საფინანსო და საინვესტიციო საკითხების განხილვა, კერძოდ: სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის (PPP) კონკრეტული სტრატეგიების აგება და რეგულაცია, საპენსიო ფონდების აქტივების განკარგვა და ზედამხედველობა, ფონდების კაპიტალი და რისკ მენეჯმენტი, ალტერნატიული ინვესტიციები განვითარებული ქვეყნებისთვის და სხვა.

SWFI-ის ყოველწლიური სამიტი ამსტერდამში 23 და 24 ოქტომბერს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის ბიზნეს ლიდერებს, ინსტიტუციურ ინვესტორებს, ცეტრალური ბანკის ხელმძღვანელებს და საფინანსო პოლიტიკის შემქმნელებს მასპინძლობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები