| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბანკის ცნობით, ნოემბრის ტესტები წელს თიბისის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას "თიბისი რაგბის სერიები" ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.
11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ დინამო არენაზე 18:00 სთ-ზე ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘თიბისი რაგბის სერიები’-ის ნაწილი არ არის.
პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss