| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენის დირექტორმა გიორგი დანელიამ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ საქართველო- გერმანიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა და ფონდის პრეზენტაცია მოაწყო. ფორუმში
50-ზე მეტი ქართული და გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფონდის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებისგან აღინიშნა, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობის, გერმანელი ინვესტორების დაინტერესების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესსექტორების დაახლოების კუთხით.
საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰამბურგის სავაჭრო პალატის გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციასა და გერმანიის აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss