ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი:  OECD -სთან პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა 
24 ოქტომბერი, 2017, 11:49
დიმიტრი ქუმსიშვილი:  OECD -სთან პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა 

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა OECD  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნა, რომ  თანამშრომლობა მოიცავს საკითხების მთელ სპექტრს, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონის სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობის ზრდის და სოციალური განვითარების პროცესს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოსვლისას  დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს,  გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომლის მიზანსაც  ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს 20 წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა OECD-ისთან თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება, საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საჯარო მმართველობის რეფორმირება და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ურთიერთობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის ფარგლებში. საბჭოს შექმნის მიზანია, საქართველო-OECD ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების ხელშესაწყობად.

თავის მისალმებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა სიმბოლური უწოდა „OECD ევრაზიის კვირეულის“ სწორედ ყაზახეთში გამართვას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო და ყაზახეთი აბრეშუმის გზის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებია. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება  ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გლობალურ კონტექსტში ახლებური პოზიციონირების შესაძლებლობას აძლევს.

„OECD ევრაზიის კვირეული“ წელს პირველად ტარდება ყაზახეთის ქალაქ ალმატიში და მას რეგიონის 13 სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან. კვირეულის ოფიციალურ გახსნაზე, ასევე, მისასალმებელი მოხსენება გააკეთეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა, აგრეთვე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების მოადგილეებმა, აზიმ იბროჰიმმა და ნოდირ ოტაჯონოვმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები