| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა მოუწევს, - ეკონომისტ ნიკა შენგელიას უჭირს პროგნოზირება, რეფინანსირების 7%-იანი განაკვეთის გაზრდა მპკ-ის 25 ოქტომბერს მოუწევს თუ მომავალ სხდომაზე, თუმცა ზუსტად იცის, რომ ამ წელს ყოველ მიზეზგარეშე გაზრდის, რადგან ინფლაციურ პროცესებს სხვაგვარად ვერ მოთოკავს.
ექსპერტი ინფლაციური პროცესების ესკალაციას გაზაფხულისთვის წინასწარმეტყველებს X+8% ფორმულით. ამბობს, რომ სამომხმარებლო ყველა პროდუქტის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, უკეთეს შემთხვევააში 8%-ით , უარესში - 12%-ით.
მისივე თქმით, ლართან მიმართებაში აშშ დოლარის $1/₾ 2.50-2.53 დიაპაზონი მან ჯერ კიდევ სექტემბერში იწინასწარმეტყველა, „ავია თუ კარგია ჩემი პროგნოზი სრულდება“, - შენგელია პროცესების შესაჩერებლად მართვაში სებ-ის ჩართვის და საკანონმდებლო მხარდაჭერის საჭიროებას ხედავს.
ფიქრობს, რომ ზედამხედველი 2 ბანკის მომსახურების სააგენტოს ფუნქციიდან უნდა გამოვიდეს და ლარის სტაბილურობაზე იზრუნოს. შენგელია $283 მლნ-ის მიზნობრიობაზე აცხადებს, რომელიც სებ-ისთვის სავალუტო ფონდს აქვს გამოყოფილი.
სებ-ის ანალიტიკოსები ექსპერტს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავენ, რომ $40-40 ტრანშებად გაწერილი დაფინანსება, რომლის პირველი $40 მლნ მიღებულია და მომდევნოს დეკემბერში მიიღებენ, რეზერვების შესავსებადაა, რაც ფინანსურ სტაბილურობას ემსახურება.
ნიკა შენგელია კურსის ნახტომისებურ რყევას სავალუტიო ბაზარზე 2 მსხვილი ბანკის უკონტროლო ვაჭრობებს უკავშირებს, რომლის მიმართაც ქვეყნის ეკონომიკა სენსიტიურია, რადგან შემოსავალი მოსახლეობაში არ ტრიალებს, ფასიანი ქაღალდების ინსტრუმენტები კომერციული ბანკების ხელშია. მე-2 ფაქტორია უმუშევრობა, რომლის დაძლევა მას საკანონმდებლო ბერკეტით შესაძლებლად მიაჩნია. ამბობს, რომ სტანდარტებში უნდა მოექცეს შრომის ბაზარი. მან მაგალითისთვის მაღაზიის მოლარე ოპერატორი მოიხმო, რომელიც საერთაშორისო რეგულირებით დღეში მხოლოდ 4 სთ-ის განმავლობაში უნდა მუშაობდეს, ამასთან არც სხვა საქმეს უნდა ითავსებდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss