| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ტყის მასივების გაქრობა ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა.
2016 წელს დაკარგული ტყეების რაოდენობამ 29.7 მილიონი ჰექტარი შეადგინა, ანუ დაახლოებით ერთი ახალი ზელანდიის ზომა. ეს 51% -ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამ მონაცემებს აქვეყნებს Global Forest Watch პროექტი, განახლებულ სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით.
რა გახდა ტყის კარგვის მთავარი მიზეზი? Global Forest Watch-ის (http://globalforestwatch.org) პორტალის მიერ ჩატარებული ანალიზი გვაჩვენებს, რომ საგრძნობლად გაზრდილია ტყის ხანძრების რაოდენობა და მასშტაბი.
ტყის ხანძრები ტროპიკულ წვიმიან ტყეებშიც კი გავრცელდა, სადაც ბუნებრივად არ უნდა ყოფილიყო. ტროპიკული ტყეები უფრო მოწყვლადი გახდა, მათი არასწორი მართვის გამო, ისევე როგორც კლიმატური ცვლილებების შედეგად (მათ შორის, ციკლური ელ ნინიო ფენომენის გამო). ტყის ხანძრებს დაემატა ასევე მუდმივი ნეგატიური ფაქტორები - ტყის ჭრა, სოფლის მეურნეობისა და სამთო წარმოების განვითარება.
ხანძრების შედეგად პორტუგალიაში მხოლოდ 2016 დაიკარგა 4% ტყის საფარი, ხოლო ბრაზილიის ამაზონიაში, დაიკარგა 3.7 მილიონი ჰექტარი ტყე, რაც სამჯერ მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.
ტყის ხანძრები იწვევს არა მარტო ტყის კარგვას. ასამდე ადამიანი იმსხვერპლა წელს კალიფორნიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ინდონეზიაში ხანძრების შედეგია 100 000 ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, დაუჯდა ქვეყანას 16 მილიარდი დოლარი ანუ მშპ-ს 1.8%.
ხანძარი ასევე უარყოფითად მოქმედებს წყლის მიწოდების ხარისხზე, ტყის სტრუქტურაზე და ბიომრავალფეროვნებაზე, იწვევს ჭარბი რაოდენობით კარბონის გამოყოფას ატმოსფეროში.
ტყის ხანძრების პრევენცია არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე მათ შედეგებთან ბრძოლა. აუცილებელია სეზონურად მინდვრების გადაწვის შეზღუდვა, ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟება და ტყის უკეთესი მართვა (ტყის დეგრადაციის და ფრაგმენტაციის თავიდან აცილება, და ტყის აღდგენითი სამუშაოები).
საქართველოში 2016 წელს დაიკარგა 523 ჰა ტყის საფარი, საიდანაც 109 ჰა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა, 71 ჰა- მცხეთა-მთიანეთში, ხოლო სამეგრელო-ზემო-სვანეთში 89 ჰა, აფხაზეთში 76 ჰა. დამატებითი მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სატყეო ატლასის საიტზე http://geo.forest-atlas.org.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss