| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნება, რომელიც დუალური განათლების მიწოდების პროცესში მედიატორის როლს შეასრულებს, - ამის შესახებ პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა.
ამ ინიციატივით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირებას განახორციელებს, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის კოორდინატორის როლს სავაჭრო პალატები ასრულებენ.
პალატაში საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე დუალური განათლების პოპულარიზაცია იქნება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია. მათ შორის არიან ისეთი დარგის ბიზნეს-გაერთიანებებიც, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან პროფესიული კადრების დეფიციტს. წარმატებული გერმანული მოდელის დასანერგად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად გაივლის კონსულტაციებს ბიზნეს-სექტორთან და საკოორდინაციო მექანიზმის ძირითად სტრატეგიას სწორედ კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს.
კონფერენციის ფარგლებში ნინო ჩიქოვანმა პროფესიული განათლების კუთხით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი აქტივობა პროფესიული განათლების მიმართულებით, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის“ ტრეინინგ ცენტრისთვის კომპანიის ტრენერების გადამზადება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss