| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “ბანკები დასვეს რეფინანსირება და ხაზინადამოკიდებულებაზე“, -სებ-ის ექსპრეზიდენტმა რომან გოცირიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან სადეპოზიტო ინსტრუმენტის მუდმივმოქმედ რეჟიმში გადასვლა გააპროტესტა.
აღნიშნა, რომ ივლისში ამოქმედებული 3 -თვიანი სადეპოზიტო მექანიზმი დასრულების ნაცვლად, გაგრძელდა. მისი შეფასებით ლარის გაუფასურების ფონზე ფინანსთა სამინისტროს ქცევა, 31 ოქტომბერს, ხაზინის 50 მლნ-ის საბანკო სექტორში განთავსების, არაადექვატურია. ამ დროსითვის 500 მლნ-ზე მეტია განთავსებული და ამას ემატება 1.7 მლრდ-ის რეფინანსირების სესხებით ბანკების დაკრედიტება.
რომან გოცირიძეს არც ლარის სეზონურობის სჯერა. მან პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში კლიმატური კატაკლიზმები არ შეინიშნება და იკითხა, სეზონური დამოკიდებულებები რატომ გაჩნდა ბოლო წლებში და რატომ არ შეინიშნებოდა წინა ხელისუფლების 9-წლეულში.
მისი შეფასებით, ლარს არა წელიწადის დროები, არამედ არასწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა აუფასურებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss