ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო
1 ნოემბერი, 2017, 21:47
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა  პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა  პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. 

საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ნებართვა ინვესტორ კომპანიას ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ  მისცა (N201-04; 30.10.2017).

ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე  ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა (N77; 27.10.2017). 

„აღნიშნული სამინისტროებისგან ნებართვების დროული მიღება საშუალებას გვაძლევს ასევე დროულად და ოპერატიულად დავიწყოთ პორტის სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მოვამზადეთ და თითოეული მათგანი მოცემულ ვადაში ჩავაბარეთ მთავრობას. ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა  არსებობს იმისთვის, რომ დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი მივიღოთ, “ - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები