| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ალტერნატივა არ აქვს, - პორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებისა და სატრანსპორტო და სამეწარმეო სექტორის შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა 2021 წელს იგეგმება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ალტერნატივა არ აქვს. ეს მომავლის პროექტია, რომელიც საქართველოს დიდ ლოგისტიკურ ჰაბად და მთავარ მოთამაშედ აქცევს. პორტი განავითარებს კორიდორს და აამოქმედებს იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელიც ბუნებრივად მიეცა ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
„ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობისას, კომპანიამ უკვე 100-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაცია დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss