| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდ. ნაკრას შენაკადების - ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს დააფინანსებს.
კომპანიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნაკრას მოსახლეობის თხოვნით ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენების შედეგად ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტები ჩაიხერგა, რამაც მდინარეების ადიდების შემთხვევაში შეიძლება, სოფლის დატბორვის საფრთხე შექმნას.
გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი ლექვერარის ხეობაში 15 ნოემბერს დაიწყება. ადგილზე მობილიზებული იქნება ტექნიკა, რომელიც კალაპოტს გაწმენდს, შემდგომ ხრეშსა და ქვიშას გაზიდავს და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს.
ეს პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, გამოყენებული იქნება ასევე ადგილობრივი ტექნიკა.
მეორე ეტაპი კი, რომელიც მდინარე ლაქნაშერას მოიცავს, 2018 წელს ჩატარდება.
აღნიშნული სამუშაოები „თემის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss