| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლართან დაკავშირებით უფრო მარტივადაა საქმე, ვიდრე განხილვა ხდება მედიაში,- მიიჩნევს საქართველოს უმსხვილესი საბანკო -საინვესტიციო ჯგუფის გენერალური დირექტორი.
ირაკლი გილაურმა ლარის კურსსა და მათ მოლოდინებზე "TV პირველის" ეთერში ისაუბრა . მან ლარის ბოლოდროინდელი ვარდნა მოლოდინებს დაუკავშირა, რაც „აცივებასთან ერთად გაძლიერდა“.
"ნოემბერიდან მარტის ნაწილის ჩათვლით, გაზის იმპორტი ხდება და ყველა სპეკულირებს იმას, რომ კურსი დავარდება. არის მოლოდინი, რომ აცივებასთან ერთად კურსი დავარდება. ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, ახალი არაფერი არ არის, თავისუფალ ეკონომიკაში. მოლოდინებიდან გამომდინარე ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ კურსი დავარდება და გადაწყვიტეს - მოდი ახლა ვიყიდოთ დოლარი“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
ბიზნესმენმა ფუნდამენტურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება და გაზრდილ ინვესტიციებზე, ფულად გზავნილებსა და ექსპორტზე ისაუბრა.
BGEO-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოკლე საშუალო ვადაში ლარი/ დოლარის გაცვლითმა კურსმა 2.50 ნიშნულს არ უნდა გადააჭარბოს.
„ეკვალიბრიუმი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, 2.50 ლარზე, ყველა თანაბარ პირობებში რაც გვაქვს რეგიონში”,- აცხადებს გილაური.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss