| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ის, NDI-ის, UNDP-ის,Westminster-ის, GIZ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომიტეტის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებით დაგეგმვა.
საუბრისას აქცენტი გაკეთდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგული და სამოქმედო გეგმის შემდგომ დეტალიზაციაზე, სადაც გაწერილი იქნება კომიტეტის ჩართულობა იმ პროექტებში, რომელსაც დონორი ორგანიზაციები საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებისთვის ახორციელებენ.
შეხვედრაზე დასახელდა კონკრეტული თემები და წინადადებები, რომელიც კომიტეტის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. კერძოდ, საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მიმართებაში კომიტეტის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობის მონიტორინგს, რეგულირების გავლენის ანალიზს საგადასახადო მიმართულებებზე და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ორმხრივი ურთიერთობის ეფექტიანობის მიზნით, ირაკლი კოვზანაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss