| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს და ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე ადაპტირებული იქნება, - ამის შესახებ Calvin Klein -ის მენეჯერმა მარი დაშნიანმა "კომერსანტთან" ისაუბრა.
მისი თქმით, ბრენდის და ადგილობრივი წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Calvin Klein თავდაპირველად ქართულ ბაზარზე მისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროდუქციით - Calvin Klein Jeans-ით შემოვა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში.
გარდა ამისა, გლობალური ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრული სპექტრი - ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის ჩანთები, საფულეები, საათები, CK ბიჟუტერია, ექსკლუზიური პარფიუმერია და სათვალეების ხაზი.
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის პროდუქციის შეძენაც საქართველოში პირველად იქნება შესაძლებელი.
"ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში იხსნება, საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს და ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე ადაპტირებული იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგური, ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი", - აცხადებს მარი დაშნიანი.
შეგახსენებთ, Calvin Klein Jeans-ის მაღაზია 30 ნოემბერს "გალერია თბილისთან" ერთად გაიხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss