| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დასაქმდებიან.
ამის შესახებ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine - ის წარმომადგენლების სტუმრობის შემდეგ გახდა ცნობილი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები ჯერ ანაკლიას, შემდეგ კი ბათუმს ესტუმრნენ, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტის სკიპ საჰლინის განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიას ძალიან დიდი პოტენციალი და საუკეთესო პირობები აქვს პრაქტიკული მეცადინეობისთვის. მისი თქმით, სწორედ ბათუმის საზღვაო აკადემიის ბაზა გახდება ის ადგილი, სადაც ანაკლიის პორტის მომავალი პერსონალი გადამზადდება.
„საზღვაო აკადემიასთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. მომავალში ორი წლის განმავლობაში პერსონალის ავიყვანთ და მათ დასაქმებაზე ვიზრუნებთ. - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
„ბათუმის საზღვაო აკადემია მარტო მეზღვაურების განათლებაზე არ ზრუნავს. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ანაკლიის პორტი ჩვენი სასწავლებლით და სურთ ჩვენი კურსდამთავრებულები წაიყვანონ სამუშაოდ და დაასაქმონ ანაკლიის პორტში. ასევე ვმუშაობთ იმაზეც, რომ საზღვაო აკადემიის ბაზაზე გადავამზადოთ სხვადასხვა კადრები. ჩვენთვის ეს მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ეს იქნება ფინანსურად კარგი და დამატებითი შემოსავლის მომცემი და პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თანამშრომლობისთვის, - განაცხადა ირაკლი შარაბიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss