ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინვესტორი: ლაპის ლაზურის დერეფანში ჩართვა საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად პოზიციონირებისთვის გადადგმული ნაბიჯია
18 ნოემბერი, 2017, 23:01
ინვესტორი: ლაპის ლაზურის დერეფანში ჩართვა საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად პოზიციონირებისთვის გადადგმული ნაბიჯია

თბილისი (GBC) - ლაპის ლაზულის შეთანხმებაში საქართველოს ჩართვას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად პოზიციონირებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ  სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია მნიშვენლოვანი წინაპირობა საქართველოსთვის, გახდეს კონკურენტუნარიანი  დერეფანი და ეფექტური მოთამაშე „ლაპის ლაზულის“ სატრანსპორტო კორიდორში.

„პორტის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობა, მიიღოს პანამაქსის და პოსტპამანაქსის ტიპის გემები და გაატაროს ტვირთების დიდი რაოდენობა ავღანეთს, სამხრეთ აზიის სხვა  სახელმწიფოებსა და ევროპას შორის, ქვეყანას აქცევს სანდო და ხანგრძლივ პარტნიორად საერთაშორისო  სატრნასპორტო მარშრუტში ჩართული ქვეყნებისთვის.  აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვამ ევროპასა და სამხრეთ აზიას შორის ბოლო 16 წლის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  მათ შორის ტვირთების გადაზიდვის დიდი ნაწილი საზღვაო გადაზიდვებით ხორციელდება და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის პერსპექტივა და გათვლები არსებობს“, - აცხადებენ კონსორციუმში და აღნიშნავენ, რომ ამ მარშრუტის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვაო გადაზიდვების ხანრძლივობის შემცირება იქნება.

ანაკლიის პორტის ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ახალ საერთაშორისო დერეფანში ჩართვა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისა თუ სხვა ბიზნესების დაინტერესებისთვის, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვაში არიან ჩათულნი და ჩვენს რეგიონში ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.     

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები