ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმება გაფორმდა
20 ნოემბერი, 2017, 14:35
საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმება გაფორმდა

თბილისი (GBC) -საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმება გაფორმდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმიზაციას და ა.შ.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები.

შეგახსენებთ, სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი რასიმ ლიაიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები