ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება
21 ნოემბერი, 2017, 13:42
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

თბილისი (GBC) – ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება.

გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა.

 ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება.

გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ მონაკვეთზე, რომელის საერთო სიგრძე 11.2 კილომეტრია,  11 ხიდიც აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძის განცხადებით, პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის დაწყება კი, 2018 წლის ბოლოდან იგეგმება.

პროექტის არეში იურიდიული და ფიზიკური პირებიც ხვდებია. ძირითადათ ესაა არსებული მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კვების ობიექტები. წინასწარი დიზაინით ზეგავლენის ქვეშ ყვება 7 მოქმედი რესტორანი, 4 მიტოვებული სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი (სამი რესტორანი და 1 სარემონტო საამქრო) და ერთი ბენზინგასამართი სადგური.

დროებით შემოსავალს კარგავენ ასევე არსებული მაგისტრალის მიმდებარედ განთავსებული კერძო პირები, რომლებიც ვაჭრობენ მათ მიერ მოყვანილი ან ტყეში შეგროვებული პროდუქტებით.

უკვე ცნობილია, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული როგორც იურიდიული, ასევე კერძო პირები  შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები