ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე:  სებ-ი ეტაპობრივად ქმნის სისტემური კაპიტალის ბუფერებს კომერციული ბანკებისათვის
მარიამ მინაძე
22 ნოემბერი, 2017, 14:27
კობა გვენეტაძე:  სებ-ი ეტაპობრივად ქმნის სისტემური კაპიტალის ბუფერებს კომერციული ბანკებისათვის

თბილისი (GBC) - საქართველო იზრდება  - ამ შეფასებით საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფოკუსში მოხვდა. 

ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე სავალუტო ფონდის კითხვებს  საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხეს. ინტერვიუს ჩაწერა ოქტომბერში, სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის დროს მოხდა.

კობა გვენეტაძეს რამდენიმე კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზეც, როგორ გაუძლო საქართველოს საბანკო სექტორმა 2015-16 წლებში რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვარდნას.

„საქართველოს საბანკო სისტემამ  გაუძლო რთულ პერიოდს, სწორედ იმიტომ, რომ სებ-ი დიდ ყურადღებას უთმობს პრუდენციულ პოლიტიკას, რამაც სისტემის სტაბილურობა უზრუნველყო", - აღნიშნავს გვენეტაძე. 

მან ახალ მარეგულირებელ ნორმებზეც ისაუბრა. 

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი საბანკო სისტემაში და გავაცანით სახელმძღვანელო მითითებები მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე, როგორიცაა სესხის უზრუნველყოფისა და მომსახურების კოეფიციენტები, რათა დავეხმაროთ კომერციულ საბანკო სისტემას შეინარჩუნონ დაკრედიტების ჯანსაღი პრაქტიკა“, - აღნიშნა გვენეტაძემ

ბანკირი ამბობს, რომ მომდევნო წლის ბოლოდან, ბაზელის III პრინციპების შესაბამისად, სებ-ი ეტაპობრივად შექმნის სისტემური კაპიტალის ბუფერებს კომერციული ბანკებისათვის.

მისი თქმით,  ეროვნული ბანკი ასევე ანახლებს ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის მართვის ჩარჩო დოკუმენტს და მუშაობს კორპორაციული მართვის სახელმძღვანელოზე კომერციული ბანკებისთვის.

გვენეტაძეს არც არასაბანკო საფინანსო სექტორი გამორჩენია, თქვა, რომ ის ბევრად მცირეა საბანკოსთან შედარებით, თუმცა ზრდის სწრაფი ტემპი აქვს და ამიტომ მარეგულირებელი  ზედამხედველობის გაძლიერებას გეგმავს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა დაცვა და სექტორის  მდგრადობა.

ინტერვიუ დროს კობა გვენეტაძე დედოლარიზაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაწყებულ გრძელვადიან პროექტს უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ კი, 2017 წელს მთლიანი სესხების დოლარიზაცია 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 56%-მდე. შემცირებულია ასევე დეპოზიტების დოლარიზაციაც.

„კრიზისისას, ლარი 34%-ით  გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა ეკონომიკა მაინც გაიზარდა, 2015 წელს  2.9% -ით და 2.8% - ით 2016-ში“, - ამბობს გვენეტაძე და აღნიშნავს, რომ შოკს საქართველომ ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსით უპასუხა და რაც ძალიან კარგი გზა აღმოჩნდა შოკის შთანთქმისთვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები