| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისიმ სტარტაპ აგროსესხის შეთავაზებაზე განაცხადა.
მენეჯმენტის ინფორმაციით, თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ფერმერებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, დაიწყონ და განავითარონ, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.
აგროსესხი ხელმისაწვდომია, იურიდიული, ასევე ფიზიკური პირისთვის.
მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. პროდუქტით სარგებლობისას, ყურადღება ექცევა საპროგნოზო შემოსავლებს, რომელსაც ფერმერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.
გათვალისწინებულია გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა დარგისთვის. გაანალიზებულია ინვესტიციების ამონაგების პერიოდი, ეკონომიკური სარგებლის მოტანის შესაძლებლობის მიხედვით.
სესხი 20,000 ლარიდან გაიცემა ₾1.345 მლნ-მდე ( $500,000 -ის ექვივალეტი) 7 წლამდე ვადით.
მსესხებელ ფერმერს პრაქტიკული გამოცდილება მოეთხოვება. ამასთან პროექტში თანამონაწილეობა, პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ძირითადი საშუალებებისთვის კრედიტები შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცეს და საპროცენტო განაკვეთი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან თანადაფინანსდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss