ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სუსი სპეცოპერაციისას 3 პირის ლიკვიდაციაზე აცხადებს
22 ნოემბერი, 2017, 18:48
სუსი  სპეცოპერაციისას 3 პირის ლიკვიდაციაზე აცხადებს

თბილისი (GBC) -  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია 3 პირის ლიკვიდაციით დასრულდა. დაკავებულია 1 პირი. 

20 საათიან სპეცოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმის წევრიც ემსხვერპლა, დაჭრილია 2 სპეცრაზმელი. 

ოპერაციას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებდა.

სპეციალურ ბრიფინგზე სავარაუდო დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია  არ დაუზუსტებიათ. 

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქები და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

სპეცოპერაცია 221 ნოემბერს გვიან ღამით დაიწყო.  სუს-ის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპერაციის საწყის ეტაპზე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ერთ-ერთ ბინაში მყოფ პირებთან, სამართალდამცველებისთვის   ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები