ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტს კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლები გაეცნენ
23 ნოემბერი, 2017, 14:38
ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტს კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლები გაეცნენ

თბილისი (GBC) - ახალი სააღსრულებო კოდექსისა და სააღსრულებო სისტემის ახლებური მოწყობის პროექტს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები, კერძო აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ის ნოვაციები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქართულ სააღსრულებო სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიურო უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება.

აღმასრულებლებს ახალი კოდექსის პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ და კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა გააცნეს.

პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კოდექსით ქვეყანაში თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სააღსრულებო სისტემა შეიქმნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვები და მისი გაცნობა დაინტერესებული პროფესიული ჯგუფებისთვის კვლავ გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები