ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
10 მილიარდი ლარი ბლოკირებულია
27 ნოემბერი, 2017, 10:27
10 მილიარდი ლარი ბლოკირებულია

თბილისი (GBC) - სასამართლოში წლობით "გაჭედილი" ბიზნესდავები ქვეყნის ეკონომიკას უკან ხევს - ასეთია იურისტის შეფასება, რომელიც უკვე წლებია, ამგვარ დავებზე მუშაობს. 

საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი აკაკი ჩარგეიშვილი გაჭიანურებული ბიზნესდავების შესახებ "კვირის პალიტრას" ესაუბრა. 

გამოცემასთან ინტერვიუში იურისტი სტატისტიკას იხმობს და აღნიშნავს, რომ დღეს თითო მოსამართლეს 1000-მდე ეკონომიკური ხასიათის დავა აწერია, რომელთა განხილვა, ყველა არსებული პროცედურის გათვალისწინებით, წლების განმავლობაში ჭიანურდება. 

"ნებისმიერი სასამართლო დავა, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილია - სამემკვიდრეო საკითხები, საოჯახო დავები თუ პარტნიორებს შორის ქონებასა თუ ბიზნესწილებს შორის დავები წლობით არის გაჩერებული სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ ამ "გაჭედილ" საქმეებში ჩართული ადამიანები ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ მონაწილეობენ; ანუ პარტნიორებს გაჩერებული აქვთ კომპანიების განვითარება, საოჯახო დავებში მეუღლეები ქონებას ვერ ყიდიან და ა.შ. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემებისა, როცა სამოქალაქო დავებზეა ლაპარაკი",- ამბობს ჩარგეიშვილი.

მისი თქმით,   ჯამში საშუალოდ ერთი ადმინისტრაციული დავის განხილვას დაახლოებით 5 წელიწადი სჭირდება; ანუ ამ ხნით ჩერდება ან ფერხდება ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნესსაქმიანობა და სხვ. 


"ამ ყველაფერს ეკონომიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, სასამართლოში მოდავე კომპანია პასიურ რეჟიმშია გადასული, რადგან არ იცის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და შესაბამისად, რაც დრო გადის, გაკოტრებისკენ მიდის. საბოლოო ჯამში, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კომპანია შესაძლოა, აღარც კი არსებობდეს. გამოდის, ეკონომიკას, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდა ფული, რომელიც ამ კომპანიის მუშაობითა და განვითარებით უნდა მიეღო.  ეს არის "დაბლოკილი ფული" ეკონომიკაში და ჩემი გათვლებით, სასამართლოებში გაჭედილი დავების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ის დაახლოებით 10 მილიარდი ლარის ფარგლებშია", - აღნიშნავს იურისტი.

იურისტი მიიჩნევს, რომ  სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ბიზნესს საშუალება მისცეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ურთიერთობებში დავა საარბიტრაჟო სასამართლოს გზით გადაწყვიტონ.

"სახელმწიფო უნდა შეეგუოს ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას სასამართლოში და ამის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოდავე მხარეებსაც... ბიზნესისთვის დრო ფულია, ქვეყნისთვის კი ეს დიდი დანაკარგია, რომელიც ნელი მოქმედების ნაღმივით მოქმედებს და ეკონომიკას თითო აგურს აცლის, რაც მათ შორის ლარის გაუფასურებაშიც ვლინდება.", - ამბობს ჩარგეიშვილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები