| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტი აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ ფოკუსშია.
ორდღიანი ფორუმის არაერთ სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა.
ფორუმზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები თანამშრომლობის წინარე ხელშეკრულებებს გააფორმებენ ტრანს-კასპიური დერეფნის პორტებთან, კერძოდ, ბაქოსა და კურიკის (ყაზახეთი) პორტებთან. მოლაპარაკებები გაიმართა რუმინეთის უმსხვილეს კონსტანცას პორტის ხელმძღვანელებთან
28 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის დისკუსიაზე “ანაკლია, როგორც ახალი ლოგისტიკური ცენტრი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტაციის, წარმოებისა და ვაჭრობისთვის” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს წარადგენენ (სასტუმრო „ბილტმორი“, 16:45სთ-17:45სთ).
29 ნოემბერს ფორუმზე „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტს და მის როგორც ევროპის, შუა აზიისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის პოტენციალს წარადგენს (სასტუმრო „ბილტმორი“,11.25სთ -12:25სთ).
შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუში 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და 1000-მდე დელეგატი, მათ შორის პრემიერ-მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა და ანაკლიაში პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss