| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციატივას გამოეხმაურა და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ცეან ქემინგმა თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„აბრეშუმის გზის სულისკვეთების გათვალისწინებით, საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის იანვარში შევიდა ძალაში. ეს გვაძლევს ჩვენ ახალ საშუალებას და გვიხსნის ახალ პერსპექტივას, რომ განვითარდეს ვაჭრობა და გაღრმავდეს ეკონომიკური აქტივობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. აბრეშუმის გზის ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც ჩინეთისთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში ჩინეთის საწარმოებმა და, მეწარმეებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის გზების მშენებლობა, რკინიგზების გაყვანა, რაც უპრობლემოდ დააკავშირებს ერთმანეთს ადამიანებთან და ხელს შეუწყობს ვაჭრობას“, - აღნიშნა ქემინგმა.
ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის ინიციატივის მიზანია ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით.
„ჩვენი მიზანია სამომავლო ურთიერთობები ყველასთვის სასარგებლო იყოს, რაც განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს შეუწყობს ხელს. უნდა მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობები“, - განაცხადა ქემინგმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss