ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
29 ნოემბერი, 2017, 11:44
პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისი (GBC) -  საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები  მიმდინარე წლის 23-24 ნოემბერს,  პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIHJ) კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. 

კონფერენციაზე ორგანიზაციის წლიური საქმიანობა და მომავალი წლის ძირითადი გეგმები განიხილეს.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნების აღსრულების უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის საკითხი განიხილებოდა.

კონფერენციის ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქში, კერძო შეხვედრა მოაწყვეს ქართულმა და სომხურმა დელეგაციებმა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, მირიან ხარაბაძე და სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის უფროსი არმენ ჰარუთინიანი ქართული და სომხური სააღსრულებო უწყებების გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.  

მხარეებს შორის, საქმიანი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში თბილისში გაიმართება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები