ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩინეთის უმსხვილესი ბანკი INCEC საპარტნიორო ფონდს პროექტებს დააფინანსებს
29 ნოემბერი, 2017, 12:18
ჩინეთის უმსხვილესი ბანკი INCEC საპარტნიორო ფონდს პროექტებს დააფინანსებს

თბილისი (GBC) - მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ი „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს და ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებში  ინვესტირებას განახორციელებს.

გადაწყვეტილება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ და INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების გენერალურმა  დირექტორმა  ვან ჭენმა მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების, შესაძლო ერთობლივ პროექტებში თანამონაწილეობისა და დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს.

ფონდის ცნობით, ჩინეთის უმსხვილესი ბანკი ფონდს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობას, მათ შორის, იაფი სესხის, რეფინანსირებისა და საინტერესო პროექტების აქციათა პაკეტში შესვლას სთავაზობს.

შეხვედრაზე  „საპარტნიორო ფონდის“  პრიორიტეტებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს  ასევე, დეტალურად განიხილეს ფონდის  მიმდინარე  პროექტები.  განიხილეს სქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები  და ბიზნეს გარემო.

INCEC-ის ფინანსური დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების საინვესტიციო პროექტების დირექტორმა „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთში სიდიდით პირველი ინდუსტრიული და კომერციული ბანკის მხრიდან,  ფონდთან თანამშრომლობის ინტერესი „საპარტნიორო ფონდის“ მიერ შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-სთან ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ დაფუძნებისა და ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გაჩნდა.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერი ბანკი INCEC-ის მენეჯმენტი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მოწვევით იმყოფება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები