ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზურაბ გელენიძე: საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა
29 ნოემბერი, 2017, 15:05
ზურაბ გელენიძე: საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა

თბილისი (GBC) - გარდაბანში 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგურის პროექტზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“  სესიაზე  ისაუბრა.

“საუბარია  ფართომასშტაბიან პროექტზე, ეს არის  300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე  ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება, - განაცხადა GIG -ის CEO-მ.

გელენაძე ამბობს, რომ ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან „რავენადისთან“ და  „სიამსისთან“, რომლებსაც   ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი  გამოცდილება აქვთ.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში  საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია.  ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება  დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს“, - განაცხადა  ზურაბ გელენიძემ.

შეგახსენებთ, გარდაბანში ნახშირზე მომუშავე 250 მილიონიან თბოსადგურის  პროექტში უმსხვილესი ჩინური კომპანია Dongfang Electric Corporation ერთვება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები