| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს მაკროეკონომიკური და საინვესტიციო სექტორის პოტენციალი აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს უმსხვილესი საბანკო- საინვესტიციო ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა.
ირაკლი გილაურის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში, რაც მისი განცხადებით, სწორი სამთავრობო პოლიტიკის შედეგია.
" ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი.“ - აღნიშნა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა.
პანელზე გილაურმა შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს საინტერესო პოლიტიკა მაკროეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში.
„ეს არის ბიუჯეტის კონსოლიდირება, ბიუჯეტის დეფიციტი იკლებს, ინფრასტრუქტურის ხარჯები გასამმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხდება გადასახადების შემცირება მოგებისა და კორპორატიული გადასახადების თვალსაზრისით - აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ჩვენი შემოსავლების აქსელერაცია მოხდება.“ - განაცხადა ირაკლი გილაურმა.
საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სერვისების ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს და აღნიშნულის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებად საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა და ტურიზმის სფეროს განვითარება დაასახელა.
„საქართველო ხდება რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი. საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც ბიზნესს შეუქმნა კიდევ უფრო უკეთესი გარემო. საქართველო სულ უფრო და უფრო ვითარდება როგორც სერვისის და ტურიზმის მიმწოდებელი. ამ 5 წლის განმავლობაში გასამმაგდა ტურიზმის ბიზნესი. უამრავი ინვესტორი დააბანდებს თანხას სერვისების სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, ჯანდაცვის სერვისები, ფინანსური სერვისები ექსპორტი, რითაც საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი.“ - აღნიშნავს გილაური.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss