ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
BGEO ქარის ელექტროსადგურების აშენებაში 300 მილიონს ჩადებს
მარიამ მინაძე
30 ნოემბერი, 2017, 19:03
BGEO ქარის ელექტროსადგურების აშენებაში  300 მილიონს ჩადებს

თბილისი (GBC) - BGEO- ს შვილობილი  "ჯორჯიან გლობალ უთილითიზის" (GGU)  დირექტორი GBC- ს ქარის ენერგიის მისაღებად ჩატარებული კვლევის შედეგებს აცნობს. 

არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ქარის 100 მეტრიანმა ანძებმა, რითაც ქარის სიჩქარეს და სიმძლავრეს ზომავენ, 6 თვიანი წინასწარი შედეგები აჩვენა, რაც ქარის ენერგიის დიდ პოტენციალზე მიუთითებს, განსაკუთრებით თბილისის, მარტყოფის, ტყიბულის ტერიტორიებზე.

თუმცა, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ პროექტის დასაწყებად 1 წლიანი დაკვირვებებია საჭირო და გაზაფხულზე ექნებათ კონკრეტული შედეგები.

მისივე თქმით, მათთან ერთად პროექტის განსახორციელებლად მთავრობაზეც ბევრია დამოკიდებული, განსაკუთრებით ტექნიკური თვალსაზრისით, რაც მაღალი ძაბვის ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ შეირჩა 7 ობიექტი, რომ მოხდეს იმ მოცულობის ენერგიის მიწოდება კონკრეტულ ლოკაციებზე, რამდენიც სისტემას სჭირდება.

მისივე თქმით, კვლევების საფუძველზე პირველ ეტაპზე, სამი წლის განმავლობაში 200 მგვტ-ის განვითარება მოხდება, რაშიც 250-300 მილიონის ინვესტირება მოხდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები