| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტერაბანკი და მასტერქარდი ერთობლივ გათამაშებას იწყებს, სადაც ყველა მონაწილე უკვე გამარჯვებულია!
"ყველას, ვისაც ტერაბანკის მასტერქარდ ბარათი გაქვთ ტრანზაქციების სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ გარანტირებული პრიზი პოლარული ნათების ჯადოსნური აპარატიდან!
შეასრულეთ მინიმუმ 10 ერთეულის ოდენობის ტრანზაქცია 20-ჯერ და მიიღეთ პირველი კუთვნილი პრიზი! ან - შეასრულეთ მინიმუმ 10 ერთეულის ოდენობის ტრანზაქცია 50-ჯერ და მიიღეთ უფრო მაგარი პრიზი მეორე კატეგორიის საჩუქრებიდან", - აცხადებენ ბანკში.
#დასაჩუქრდი - ამ სახელწოდებით კამპანია 1 დეკემბერს დაიწყო და პირველივე პრიზის აღება 11 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
მას შემდეგ რაც მომხმარებელი დააგროვებს 20, ან - 50 ტრანზაქციას მიდის გალერია თბილისში ტერაბანკის და მასტერქარდის პოლარული ნათების აპარატთან, ირჩევს სასურველ სასაჩუქრე ყუთს და იღებს კუთვნილ საჩუქარს, პარალელურად კი, აგრძელებს ტერაბანკის მასტერქარდ ბარათით გადახდას მთავარი პრიზების მისაღებად:
I ადგილი - ორკაციანი საგზური ისლანდიაში;
II ადგილი - Iphone X;
III ადგილი - 1000 ლარიანი ვაუჩერი გალერია თბილისში;
"დაუვიწყარი მოგზაურობა ორ ადამიანზე, სრულად დაფინანსებული გზის, სასტუმროსა და ისლანდიის ტურის ხარჯი, საშუალებას გაძლევთ თავად დაგეგმოთ მოგზაურობის თარიღები და გახდეთ ჯადონსური, #პოლარული ნათების მომსწრეები.
თუ არ გაქვთ მასტერქარდის ბარათი შეგიძლიათ აიღოთ ტერაბანკში ან თუ უკვე გაქვთ, დაიწყოთ ტრანზაქციების შესრულება ტერაბანკის ბარათით, რადგან ტრანზაქციების დათვლა 1 დეკემბრიდან დაიწყება. სამი, ყველაზე მეტი ტრანზაქციის მფლობელი კი, 30 იანვარს გამოვლინდება. მანამდე კი, ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა #დასაჩუქრდეს და გაახაროს საკუთარი თავიც და ახლობლებიც", - აცხადებენ ბანკში.
აქციის შესახებ ინფორმაციისა და პრიზების ჩამონათვალის დეტალურად სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://terabank.ge/ge/dasachukrdi
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss