ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაზე: 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილება 2018 წელს მოგვიტანს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას
1 დეკემბერი, 2017, 16:25
ირაკლი კოვზანაზე: 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილება 2018 წელს მოგვიტანს უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას

თბილისი (GBC) - ჩვენი მოსახლეობისათვის გასაგებად რომ ვთქვა, 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი, 2018 წელი კიდევ უფრო უკეთესი სასტარტო პოზიციით დაიწყოს ქვეყანამ, ანუ ამ ცვლილებების ძირითად ეფექტს ჩვენ ვიგრძნობთ მომავალ წელს და იგი გამოხატული იქნება კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მეტ სამუშაო ადგილებში, ბიზნესის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერასა და უფრო სწრაფ, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა.

ირაკლი კოვზანაძის აზრით, ოპტიმიზმის საფუძველს მას ის ეკონომიკური ფაქტორები აძლევს, რომელიც 2017 წელს ქვეყანაში ხორციელდება.

„საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით გაუმჯობესებულია პრაქტიკულად ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორი: 4-დან 4.5%-მდე გაზრდილია ეკონომიკური ზრდის (მშპ-ს) მაჩვენებელი, 44.2%-დან 42.9%-მდეა შემცირებული სახელმწიფო ვალის პროცენტული თანაფარდობა მშპ-ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო (დეფიციტი) 540.8 მლნ ლარიდან შემცირებულია 388.3 მლნ ლარამდე, გაზრდილია ინვესტიციების დაფინანსება, იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები და ა.შ.“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები