| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტი განიხილა და პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.
“ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში”, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ ვალდებულების შესასრულებლად.
"მე პირადად, მხარი დავუჭირე ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და ინფლაცია იქნება 3 პროცენტის ფარგლებში. ანუ ინფლაცია იქნება ბევრად დაბალი, ვიდრე არის წელს. მთავარი ეს არის. ხაზს ვუსვამ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოზიციას, რომ მომავალ წელს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს 3 პროცენტიან ინფლაციას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ნებისმიერ ინსტრუმენტს. ყველა პირობის გათვალისწინებით, მან ეს უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, ეს არის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული განაკვეთი, რეზერვების მართვა, მათ შორის თუ საჭირო გახდა იგივე სტერილიზაციის ღონისძიებები, ინტერვენციები და ა.შ. წელს ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გადახრები, იყო 4 პროცენტიანი და დღევანდელი მდგომარეობით 6,9 პროცენტი. მომავალი წლისთვის ეროვნული ბანკი ამ ვალდებულებას იღებს, რომ ინფლაცია იქნება ორჯერ დაბალი", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss