| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას იწონებს.
გავლენიანი საფინანსო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის „მონეტარული პოლიტიკა მართებულად ფოკუსირებული რჩება ფასების სტაბილურობაზე, რაც მხარდაჭერილია მცურავი გაცვლითი კურსით და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებით“, ხოლო სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა არსებული ვითარების შესაფერისია.
„საქართველო კარგად იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს მცურავ გაცვლით კურსთან ერთად. სავალუტო ინტერვენციების გამოყენების არსებული პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს და მიმართული უნდა იყოს მხოლოდ გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის თავიდან ასაცილებლად და რეზერვების დასაგროვებლად. საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯები ლიკვიდობის მართვის, ეკონომიკის დედოლარიზაციის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით აძლიერებს მონეტარულ ჩარჩოს. მისასალმებელია მონეტარული ხელისუფლების ქმედებები ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით“, - აღნიშნულია სსფ-ს პრესრელიზში.
მათივე შეფასებით საფინანსო ბაზარზე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები სათანადოდ გააფართოებს ცენტრალური ბანკის როლს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების და საკრედიტო ბიუროების რეგულირებასა და ზედამხედველობაში, გააძლიერებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და უზრუნველყოფს ბანკების ზედამხედველობას კონსოლიდირებულ დონეზე.
„ასევე შექებას იმსახურებს ხელისუფლების მცდელობა გააუმჯობესოს კრიზისულ სიტუაციებში ლიკვიდობის მხარდაჭერის საკანონმდებლო ჩარჩო”, - აცხადებს სსფ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss