| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისში ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება. გეგმა თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან და სწორედ, ამ ადგილიდან მივიღებთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს".
"ეს პროექტი შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადენული ინვესტიციები იქნება ხელშემწყობი რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ".
რეაბილიტაციის ფარგლებში მოედანზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და მოხდება უნიკალური შენობების რესტავრაცია.
"ჩვენი მთავარი ინტერესია, მეტიც, ვალდებულებაა ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ამ უბანში, ამ შენობებში ცხოვრება გავხადოთ კომფორტული და რაც მთავარია უსაფრთხო", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 46 მლნ ლარია გათვალისწინებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss