ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი და არა – ნაცნობ-მეგობრობა - პრემიერი უცნობს პასუხობს
12 დეკემბერი, 2017, 18:17
სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი და არა – ნაცნობ-მეგობრობა - პრემიერი უცნობს  პასუხობს

თბილისი (GBC) - სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი დავები კანონით რეგულირდება.

„უპირველეს ყოვლისა, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი, შესაბამისი ინსტანციები და არა – ნაცნობ-მეგობრობა, ან ნათესაური კავშირები. სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყოველთვის ჰყავს როგორც გამარჯვებული, ისე – დამარცხებული. გასაგებია, რომ დამარცხებულს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა, ამისთვის შესაბამისი ინსტიტუციები, ინსტანციები და საბოლოოდ არსებობს სასამართლო და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნულ საკითხს აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება და ის უნდა წარიმართოს მხოლოდ ამ მიმართულებით. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ იმის გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, „უცნობმა“ დღეს "სიტროენ ჯორჯიასთან" ერთად გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები