| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეღვინეობის დარგის სტრატეგიის განსაზღვრაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირება უკვე დააანონსა.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში, ახალი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამავე დროს ღვინის მართველობით რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, ამიტომ სამუშაო პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ პროექტის მეშვეობით, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss