ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16 დეკემბერი, 2017, 13:10
ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო  გეგმასთან დაკავშირებით,  კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე განიხილეს არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტის და აღრიცხვის სფეროში  საპარლამენტო კონტროლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა, მისი იმპლემენტაციის გზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  არაპირდაპირი დაბეგვრის და აუდიტის და აღრიცხვის ვალდებულებებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროცესი ითვალისწინებს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობას. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში უნდა შეიქმნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს  ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზება.

„ბუნებრივია, ჩვენი კომიტეტის სამუშაო გეგმის ფორმირება და შემდეგ მისი ეფექტიანი განხორციელება მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსთა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობასთან. ვფიქრობ, ასეთ ფორმატში მუშაობა იქნება უფრო საქმიანი  და ეფექტიანი, როგორც კოორდინირების თვალსაზრისით, ასევე პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით,“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები