| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Fitch Ratings –მა საქართველოს საბანკო სექტორის 3 მოთამაშის რეიტინგებს გადახედა.
გავლენიანმა სააგენტომ ბაზისბანკს რეიტინგი გაუუმჯობესა, გრძელვადიანი (IDR) რეიტინგი "B" - დან "B+" დონემდე გაიზარდა. რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურით“ განსაზღვრა.
ამავდროულად, Fitch -მა „ქართუ ბანკისა“ და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგები შესაბამისად, ‘B+’ და ‘BB-‘ - ზე დაადასტურა, თუმცა ქართუ ბანკის პროგნოზი შეცვალა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე".
Fitch-მა ასევე განაახლა ბაზისბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი (VR) ‘b+’ - ზე ‘ b’-დან, ხოლო ქართუს VR ‘b+’-ზე დაადასტურა.
სააგენტოს ექსპერტები განმარტავენ, რომ ბაზისბანკის რეიტინგი მისმა მომგებიანობის ზრდამ, მასთან ერთად აქტივების ხარისხის ადექვატურმა მაჩვენებლებმა და მყარი კაპიტალის შენარჩუნებამ განაპირობა.
რაც შეეხება ქართუს, მათი თქმით, ბანკი აქტივების ხარისხის გაუარესების წინაშე დგას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ბანკის საქმიანობასა და კაპიტალიზაციაზე.
მათივე თქმით, ბაზისბანკსა და ქართუ ბანკში დოლარიზაციის კვლავ მაღალი წილია, მესამე კვარტლის ბოლოს ბაზისბანკში ეს მაჩვენებელი 68%-ია, ქართუში 71%-ი.
რაც შეეხება ხალიკ ბანკ საქართველოს, მისი რეიტინგი დაკავშირებულია მთავარი აქციონერის Halyk Bank of Kazakhstan-ის მიერ პოტენციური მხარდაჭერის ალბათობაზე, მათ შორის პროგნოზი „სტაბილურიც“ დედა კომპანიასთან მჭიდრო კავშირს ასახავს.
Fitch აღნიშნავს, რომ ქართუს რეიტინგი შესაძლოა დაქვეითდეს, თუკი ზარალის დაფარვისთვის მიმართული თანხა, კაპიტალის მნიშვნელოვან ეროზიას გამოიწვევს .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss