| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მეტროს რეაბილიტაციას ADB დააფინანსებს .
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ შეთანხმება უკვე გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
"ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14, 2 მლნ ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
2010 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით ADB და საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობენ ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მე-5 ტრანშს, რომლის მიზანია, ქალაქ თბილისის მეტროს რეაბილიტაცია. ესაა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 300 ათასი მგზავრის მომსახურებას ყოველდღიურად. ჩვენ ახლახან გავხსენით უახლესი მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი“. აზიის განვითარების ბანკი მზადაა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან,“ - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განახორციელებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss