| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო წიაღის შესწავლის მიზნით ახალი ლიცენზიების გაცემას განიხილავს.
ზრდის პოტენციალზე პირველმა ვიცე-პრემიერმა კანონმდებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა და საქართველოს ექსპორტში წიაღის სექტორის დიდ წილზე აღნიშნა.
„აქ ამოცანა, ერთის მხრივ, არის იმ წიაღისეული რესურსის მდგრადი გამოყენება, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია და მეორე მხრივ, ეს უკვე არის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის ნაწილი, რომ რაც შეიძლება მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას იმ წიაღისეულზე, რომელიც ამ ქვეყანაში სწორად უნდა იქნას მოპოვებული იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას“ -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 25 ათასზე მეტი ადამიანია დღეს ამ სფეროში დასაქმებული და პოტენციალი გვაქვს, რომ გაორმაგდეს ეს მიმართულება.
„დღეს, შესწავლის მიზნით, ლიცენზირებულია ტერიტორიის 3,8 % და ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სადღაც 10 %-მდე გაიზარდოს აღნიშნული ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრი ამბობს, რომ უკვე შემუშავებულია სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა.
"შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური ერთ ჰექტარზე - 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელსაც უნდა დაიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ და შევამცირებთ მნიშვნელოვნად ამ საფასურს იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss