| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფრანგული ავტომწარმობელი Automobiles Citroen SA Citroen Georgia-სთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო განმარტავს, რომ კომპანია Citroen Georgia ვერ იქნება დაკავშირებული Citroen-ის ბრენდთან, რადგან Automobiles Citroen SA-სა და აღნიშნული იურიდიულ პირს შორის არ ყოფილა და არ არის სამართლებრივი ურთიერთობა.
"აღნიშნული იურიდიული პირი არ ყოფილა და არ არის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური წარმომადგენელი, ავტორიზებული იმპორტიორი და მიმწოდებელი. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომპანია Citroen Georgia-ს მიერ ღია ბაზრის კონტექსტში გაკეთებულ ნებისმიერ კომერციულ შეთავაზებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კომპანია Citroen Georgia გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის. კომპანია ავტობაზარზე სახელმწიფო შესყიდვებისას კარტელურ გარიგებაზე საუბრობს. გიორგი გაჩეჩილაძეს ქვეყნის პრემიერმა უპასუხა და სასამართლოს გზით ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის დატოვების პირობა დადო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss