ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გომიდან არგვეთამდე მანძილის დაფარვა 40 წუთში გახდება შესაძლებელი
20 დეკემბერი, 2017, 17:34
გომიდან არგვეთამდე მანძილის დაფარვა 40 წუთში გახდება შესაძლებელი

თბილისი (GBC) -  ახალი ავტობანი გომიდან არგვეთამდე მონაკვეთს 66 კილომეტრით შეამცირებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტელეიმედში განაცხადა.  

მისი თქმით, ავტობანის აშენების შემდეგ გადაადგილების დრო 1.15 საათიდან 40 წუთამდე შემცირდება. გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.  გათვალისწინებულია 90 ხიდის და 60-მდე მაგისტრალური გვირაბის აშენება. 4 ლოტად  განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ღირებულება  2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უკვე ცნობილია, რომ გზის ამ მონაკვეთზე მოქცეულ რიკოთის უღელტეხილზე  3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება.  ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება.

გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ მონაკვეთზე, რომელის საერთო სიგრძე 11.2 კილომეტრია,  11 ხიდიც აშენდება.

მინისტრის თქმით, 2018 წელს იწყება 4,5 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. მომავალი წელი ძირითადად სატენდერო პროცედურების დაეთმობა,  წლის ბოლოს დაიწყება ავანსების გაცემა და წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმოება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები