| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თბილისში, ბიზნეს სახლის მშენებლობისთვის კომპანიას “მომსახურების ბიუროს“ ნაცვლად, მუნიციპალური განვითარების ფონდი შეარჩევს.
მიმდინარე 71.6 მილიონიანი ტენდერის შეწყვეტის მიზეზები GBC- ის „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ განუმარტეს.
"საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თბილისში, ბიზნეს სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ ტენდერს დაუყონებლივ გამოაცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „მომსახურების ბიუროს“ დაევალა ბიზნეს სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული უკვე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა, თუმცა წინადადებების მიღება დამთავრდა 19 დეკემბერს და ვინაიდან კომპანიების მხრიდან დაფიქსირებული არ იყო დაინტერესება, ტენდერი გამოცხადდა არშემდგარად.
გაცნობებთ, რომ „ბიზნეს სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად შეუფერხებლად და გამჭვირვალედ. ყველა იმ კომპანიას, რომელსაც სათანადო გამოცდილება აქვს მსგავსი ფუნქციური დანიშნულების ობიექტის ასაშენებლად, შექმნილი აქვს ღია და კონკურენტული პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს იმავე პირობებით გამოაცხადებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss