| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის პროგრამა, მისი ხედვები, სამომავლო გეგმები და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად თუ ტაქტიკურად, წარმოდგენილი პროგრამა გამართული და შედეგზე ორიენტირებულია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ, განვლილი 2 წლის განმავლობაში, საქმით დაამტკიცა, რომ ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ერთის მხრივ ადექვატურად პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს და მეორეს მხრივ, ქმნის საფუძველს, ფუნდამენტს ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“, – განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
ირაკლი კოვზანაძემ, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კონკრეტული ციფრებით წარმოადგინა და ის წარმატებული საქმეები დაასახელა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის გუნდმა ბოლო 2 წლის განამვლობაში ეკონომიკური და ფინანასური მიმართულებით განახორციელა: კერძოდ, მშპ-ს და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გაზრდილი ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა, ექსპორტის ზრდა, ჭარბი საგადასახადო შემოსავლები, შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ა.შ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სიტემის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო სისტემის ფუნდამენტალურ რეფორმირებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss