| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას, სამხრეთკავკასიური ლოგისტიკური დერეფნის შესაძლებლობების განვითარებას და აღნიშნულ დერეფანში ტვირთების დამატების შესაძლებლობას, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებებს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიღწევის თვალსაზრისით.
შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმედი გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss