| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა და ანაკლიის პორტის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამუშაოები 2017-2021 წლებში 110 ჰექტარი ფართობზე გაიშლება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:
საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;
გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);
6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;
625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss